თეგებით ძიება
27. 01. 2022 მსოფლიო

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სასაზღვრო ზოლზე შეტაკებები განახლდა - არიან დაჭრილები

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სადავო სასაზღვრო ტერიტორიაზე შეტაკებები განახლდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი არის დაჭრილი. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მას შემდეგ, რაც მცირე კალიბრის ცეცხლი გაცვალეს მესაზღვრეებმა, დაიწყო ნაღმტყორცნებისა და ყუმბარმტყორცნების გამოყენება. ახლა სიტუაცია კრიტიკულია და ცეცხლის ინტენსივობა იმატებს.

ბიშკეკმა, სადავ ზონის სოფლების მცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო.

ცნობისთვის, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სადავო სასაზღვრო ტერიტორიაზე შეტაკებები ხშირად ხდება. გასული წლის აპრილში სიტუაციის ესკალაციის შედეგად ყირგიზეთის 36 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, 200 დაშავდა. რაც შეეხება ტაჯიკეთის მონაცემებს, ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 87 კი დაშავდა.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა