თეგებით ძიება

დავით კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", პარლამენტის წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

დღევანდელ სხდომაზე, სადაც დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, პროკურატურა მისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

საქმე ეხება რუსთავში, 2021 წლის 24 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას. დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდეგინა, რაც სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა