თეგებით ძიება

რატომ დააკავეს მარტოხელა დედა ქუთაისში - პოლიცია სკანდალში ეხვევა

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, მარტოხელა დედის სახლში არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით ჩხრეკა ჩატარდა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, 8 პოლიციელი ქუთაისში ერთ-ერთი ბინაში უკანონო იარაღს ეძებდა, თუმცა მას შემდეგ რაც ცეცხლსასროლი იარაღი ვერ იპოვეს, ახალგაზრდა ქალი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

მედიის ცნობით, ბავშვებიდან ერთ-ერთი, 15 წლის გოგო დახმარებას არასამთავრობოებს სთხოვს. ის პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, თუმცა მისი თქმით, მისი ექსპერტიზაზე გადაყვანის ნაცვლად, სოც.მუშაკმა ის აჭარაში მინდობით აღზრდაში გადაიყვანა.

"ყველაფერს მობილურით ვიღებდი, მაგრამ განყოფილების უფროსმა, გიორგიმ ტელეფონი წამართვა, ხელი ამომიბრუნა, ნაკაწრი მაქვს ხელზე. ეს სოც. მუშაკმაც იცის", - აცხადებს 15 წლის მოზარდი.

ტელეკომპანიის ცნობით, პოლიცია მედიის კითხვებს არ პასუხობს.


წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა