თეგებით ძიება

"არასოდეს გამომდიოდა პოპულიზმი და ჩემი თავის სათანადოდ შეფუთვა, აწი მითუმეტეს ვეღარ ვისწავლი, მოხუცი ვარ უკვე" - ნინო ნადირაძე-კუზანოვა გია ჯაჯანიძეს მადლობას უხდის

ექიმი და ტელეწამყვანი, ნინო ნადირაძე-კუზანოვა მის მიმართ გამოთქმული მადლიერების გამო, ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს მადლობას საჯაროდ უხდის:

"ჩემო კარგებო, ალბათ შეამჩნევდით, რომ უკვე დიდი ხანია ფბ-ზე აღარ ვაქტიურობ, არც დავმალავ მიზეზს, არც ერთ პოლიტიკოსს, დამნაშავეს, კაცისმკვლელს, მოძალადეს არ მიუღია ლანძღვისა და წყევლა-კრულვის ის რაოდენობა, რომელიც მე და, ჩემგან გამომდინარე, ჩემს ოჯახს შეხვდა. მადლობა გიორგი ჯაჯანიძე, ასეთი სითბოსთვის და ყველას, ვინც მის პოსტს ასე გამოეხმაურა. არასოდეს მიკეთებია რამე მადლობისთვის და, საერთოდ, ვთვლი, რომ სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო და იქვე დაივიწყ. არასოდეს გამომდიოდა პოპულიზმი და ჩემი თავის სათანადოდ შეფუთვა, აწი მითუმეტეს ვეღარ ვისწავლი, მოხუცი ვარ უკვე", - წერს ნინო ნადირაძე-კუზანოვა.





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა