სრულიად აშკარაა, "ქართული ოცნების“ ხელწერა - წიკლაური ადეიშვილის ცემაზე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა "პალიტრანიუსის“ გადადემაში "360 გრადუსი“ ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმის ფაქტზე ისაუბრა.
როგორც ადეიშვილმა განაცხადა, "ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ადამიანების ჯგუფის მიერ ფიზიკური ანგარიშსწორება მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ მომხდარა.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თუმცა, არ მაქვს დადასტურებული ცნობები ბოლომდე, საუბარი არის 4 ქართველზე, რომლებიც ზურაბ ადეიშვილს დახვდნენ და აქ სრულიად აშკარა არის, "ქართული ოცნების“ ხელწერა. შორს წასვლა, რომ არ დაგვჭირდეს, მე პირადად მაქვს გამოცდილი, თუ როგორ შეიძლება სახლთან დაგახვედრონ ადამიანები, 6-7 კაცი და ეცადონ, რომ ფიზიკურად გაგისწორდნენ. ჩემი შემთხვევა ერთადერთი არ არის და კიდევ მრავალი შემთხვევა იყო ასეთი, როდესაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს, მათ შორის კიევში და სხვა ქალაქებში.
მინდა იმედი გამოვთქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დამნაშავეები დაკავებულები იქნებიან და შემდეგ ჩვენც აშკარად დავინახავთ, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან, მათი კავშირის კვალს“, - განაცხადა წიკლაურმა.
ცნობისათვის, უკაინული მედიის ინფორმაციით, კიევში, გენერალური პროკურორის მრჩეველს, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ. წყაროს ინფორმაციით, ადეიშვილს ქუჩაში უცნობი პირები მიუახლოვდნენ და სცემეს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მომხდარი ადეიშვილის საქართველოში მოღვაწეობას უკავშირდება.