თეგებით ძიება

"ბედნიერების პარამეტრები შეგიცვალათ ქოცმა...წელში გაწყვეტილი ემიგრანტების გამოგზავნილი ფული საარსებო კაპიკებად აქცია…" - მაია დარსმელიძე

მუსიკოსი, მაია დარსმელიძე საქართველოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, სოციალურ ქსელში წერს:

"ამდენი ხალხი ქვეყნიდან გაიქცა, რომ რაღაც ორი კაპიკით მეტი გამოუგზავნონ ოჯახებს. მარა რა ქნა ქოცმა? დოლარი “ჩამოწია” და ლარი “გაგიმყარათ”, მარა პროდუქტები ისევ ძვირია… და წელში გაწყვეტილი ემიგრანტების გამოგზავნილი ფული საარსებო კაპიკებად აქცია…
ბედნიერების პარამეტრები შეგიცვალათ ქოცმა. მალე მხოლოდ პურს იყიდით და კომუნალურებს ან ძლივს გადაიხდით ან - ვერ, მარა ბედნიერები და მადლიერები იქნებით, რომ პური გაქვთ… და სხვა ვერაფერი… უამბიციო და უთავმოყვარეო ცხვრის ფარად იქეცით. ნახირად, რომელსაც არ მიაჩნია, რომ მეტის ღირსია, ან უკეთესად ცხოვრება ეკუთვნის….
კარგია გაქოცებული საქართველო. ძაა-ან!", - წერს დარსმელიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა