თეგებით ძიება

"კრემაციის მომხრე ვარ... ფერფლიც მიწაა და მიწად იქცევი, შენს სხეულს ჭიაღუები არ ჭამენ..." - ლაშა ბერულავა

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა მიცვალებულის კრემაციასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს და წერს, რომ ის ამ მეთოდის მომხრეა.

"მოკლედ და კონკრეტულად, მე ვარ კრემაციის მომხრე: ფერფლიც მიწაა და მიწად იქცევი, თუ ვინმეს ახლობლად მიაჩნიხარ, იმასთან მუდამ ახლოს ყოფნის შანსი გაქვს, შენს სხეულს ჭიაღუები არ ჭამენ, თავიდან ირიდებ პომპეზურობას და, რაც მთავარია, სანამ შენს შთამომავლობას არ მობეზრდები და წყალს არ გაგატანს (ეგეც არაა პრობლემა), მისთვის ხელმისაწვდომი ხარ, სადაც მოენატრები, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით", - წერს ლაშა ბერულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა