თეგებით ძიება

"მაკანკალებს, ისე ცუდად ვარ... ჩემი ძმა დაჭრეს, ვინც დაჭრა იმას უთქვამს: "ქალაჩუნა "პიდარასტი" ხარ, შენს დას მშობლების სახლი რომ გაუყავიო"

საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფეისბუქგვერდზე მორიგი ისტორია ვრცელდება:

"მაკანკალებს, ისე ცუდად ვარ... ხელებს ვერ ვიმორჩილებ, რომ ტექსტი ავკრიფო... ჩემი ძმა ახლა საავადმყოფოშია და სიკვდილს ებრძვის, და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია!

ჩემი ძმა ვიღაც ნაცნობმა დაჭრა, როგორც ვიცი, მთვრალმა. მისი ძმაკაცებისგან ჩაციების და გადაკიდების შემდეგ გავიგე, რომ ჩხუბის მთავარი მიზეზი იყო შარი, - იმას, ვინც დაჭრა, ჩემი ძმისთვის უთქვამს, ქალაჩუნა პიდარასტი ხარ, შენს დას მშობლების სახლი რომ გაუყავი და ამდენს რომ აბედინებო. მერე შეკამათება მოუვიდათ, მერე იმან ეს დაჭრა...

აი გაგიჟებული ვარ, სად ვცხოვრობთ? ვის რაში ეკითხება, ჩემმა ძმამ ვის მისცა ბინა? ვინაა ის ნაძირალა, რომელმაც ეს გაბედა? ფაქტია, დაჭერილი არაა და მგონი არც დაიჭერენ... გული მერევა ყველაფერზე! მძულხართ ყველა, ვინც ასე ფიქრობთ და ვინც სხვა ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევთ! იმედია, ჩემი ძმა გადარჩება და შემდეგ ყველაფერს გავაკეთებ, ამ ავადმყოფი და ნაძირალა ადამიანებით დასახლებული ქვეყნიდან გავიქცეთ!!!"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა