უკრაინის პოლიციამ ზურაბ ადეიშვილზე თავდამსხმელი ერთ-ერთი პირი დააკავა
"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, უკრაინის პოლიციამ ზურაბ ადეიშვილზე თავდამსხმელი ერთ-ერთი პირი დააკავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურა ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს ქუჩაში 4 უცნობი პირი მიუახლოვდა და ცემა დაუწყო.
ადეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.