თეგებით ძიება

პოლიციელის მიერ მოკლული 19 წლის გოგოს დედა ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

პოლიციელის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძეს დედა ევროსასამართლო მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე "ტვ პირველთან" პირველ კომენტარს აკეთებს.

ნაილი ქათამაძის თქმით, მისი და საზოგადოების აქტიურობის შედეგად დაისაჯა მკვლელობაში მსჯავრდებული პოლიციელი.

"სასამართლოებზე ყოველ დღე დავდიოდი. მინდოდა, საქმეზე ჭეშმარიტება დამდგარიყო. რადგან მკვლელი პოლიციელი იყო, ბევრი შემთხვევაა, როცა ყურადღებას არავინ გაქცევს. მე არაერთხელ გავაჟღერე, იარაღის მუქარით რამდენჯერ მოსულა ეს კაცი, იარაღით მემუქრებოდა და კარების გაღებას ითხოვდა. ეს ყველაფერი სასამართლოზე გავაჟღერე, თორემ შეიძლებოდა პოლიციელს სასჯელიც კი არ მიეღო. ეს იყო პრეცენდენტი, რომელიც საქართველოში მოხდა და ამ საქმეზე ყველა აქტიურად იბრძოდა. ჩემ შვილს შეეძლო მომავალი შეექმნა, მაგრამ მომიკლეს"- აცხადებს შვილმოკლული მამა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელი სერგი საცერაძე ყოფილი მეუღლის, სალომე ჯორბენაძის განზრახ მკვლელობაში 2დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება მკვლელობას, ის 2014 წლის 25 ივლისს ზესტაფონის პარკში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, 25 წლის სერგი საცერაძემ ყოფილი მეუღლე სამსახურეობრივი იარაღიდან 5 გასროლით მოკლა.

შემთხვევამდე, ჯორბენაძე რამდენჯერმე დაუკავშირდა ზესტაფონის პოლიციას, რეკავდა პროკურატურის ცხელ ხაზზე, - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოფისში. სალომე ყოფილი მეუღლისგან ითხოვდა დაცვას, თუმცა გამოძიება ამ საქმეზე არასდროს დაწყებულა.

შეგახსენებთ, ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილ ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.


წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა