თეგებით ძიება

სტრასბურგის სასამართლომ პოლიციელის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის საქმეზე დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის საქმეზე დარღვევა დაადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

„ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა. დღეს, 2022 წლის 10 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე A and B v. Georgia გადაწყვეტილება გამოიტანა.

19 წლის სალომე ჯორბენაძე, 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში მოკლა მისმა ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით. მკვლელობამდე სალომე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა. ამ საქმეს საია აწარმოებდა ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თანამშრომლობით“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა