თეგებით ძიება

ვინ არის გორში გარდაცვლილი სამხედრო? - ახალი დეტალები

გორში ნაპოვნი ცეხარი იდენტიფიცირებულია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, გარდაცვლილი სამხედრო ოფიცრი, 45 წლის შალვა ტაბატაძეა.

სამხედრო ოფიცრის ცხედარი დღეს სოფელ ორთაშენთან, მაგისტრალის ხიდის ქვეშ იპოვეს. ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში. სწორედ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას, რამ გამოიწვია სამხედრო პირის სიკვდილი.

ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი უჭირთ და არც ვერსია აქვთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს, თავდაცვის სამინისტროს კი ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

შალვა ტაბატაძე იყო 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო მისიების მონაწილე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა