ე.წ. კანონიერი ქურდი ნუკრი "გალსკი" უკრაინიდან გააძევეს
უკრაინელი მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად ნუკრი „გალსკი“ დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს.
34 წლის "კრიმინალური ავტორიტეტი“ უკრაინის ტერიტორიაზე ოფიციალური გამშვები პუნქტების გვერდის ავლით მოხვდა.
"10 თებერვალს ღამით მოქალაქე იძულებით გააძევეს ქვეყნიდან. მას უკრაინაში შესვლა 3 წლით აეკრძალა“, - განაცხადეს შსს-ში.
ცნობისთვის, ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი" 2013 წელს თურქეთში “აკურთხეს” “კანონიერ ქურდად”.