“ტყისკენ მიმათრევდა და დანით დავჭერი” – რას ჰყვება გოგო, რომელსაც დედ-მამა დაუხოცეს?
კახეთში სავარაუდოდ, მწყემსმა ცოლ-ქმარი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას მოკლული ცოლ-ქმრის 16 წლის შვილიც შეესწრო, რომელიც დამნაშავემ თოკით დააბა, შემდეგ მშობლები დაუხოცა და ადგილიდან მიიმალა.
16 წლის არასრულწლოვანი “ტვ პირველთან” იხსენებს, რომ ჯერ მამა მოუკლა მკვლელმა ეზოში, შემდეგ დედა – სამზარეულოში, არასრუწლოვანი აიყვანა მეორე სართულზე, მიაბა საწოლზე და სთხოვდა, ეთქვა, სად ინახავდნენ მისი მშობლები 30 000 ლარს, რომელიც მისმა ოჯახმა მიიღო ნაკვეთის გაყიდვით.
მკვლელი შეიარაღებული იყო, არსებობს ვარაუდი, რომ მას წინასწარ ჰქონდა მკვლელობა დაგეგმილი.
“გაისმა თოფის ხმა, ეგრევე მოჰყვა მეორე გასროლის ხმა და გავიგე დედაჩემის ხმა… გამოვედი და მკვლელს შევეფეთე. ჯერ ვერც დედას ვხედავდი და ვერც მამას… მამა დაბლა იყო, მანქანისკენ იწვა უკვე, მკვდარი იყო უკვე… დედა სამზარეულოში იყო, მკვლელი, არ ვიცი, ყელში მწვდა, წამათრია, დანა ედო უკან, ტყისკენ მივყავი ჯერ… დავჭერი დანით, ოდნავ… ამიყვანა მეორე სართულზე, დამაბა, საწოლზე მიმაბა… მეუბნებოდა, ფული სად არისო. ვპასუხობდი, რომ არ ვიცოდი და არ იჯერებდა.”