თეგებით ძიება

პოლიციამ 5 422 კოლოფ უაქციზო სიგარეტი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში 5 422 კოლოფ უაქციზო სიგარეტს ინახავდა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 24 389,60 ლარს შეადგენს ამოღებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა