დააკავეს ქალი, რომელიც "პრეზიდენტის შეწყალებას" ყიდდა
ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ პილიციამ თაღლითობის ბრალდებით დააკავა ქალი, რომელიც "პრეზიდენტის შეწყალებას" ყიდდა,
რეპორტაჟიდან რომელიც "შაბათის ეთერმა" მოამზადა, დგინდება, რომ "ქართულ ოცნებასთან" მჭიდრო კავშირში მყოფი, ქალი, დიანა სტაროდუბი პატიმრების მშობლებს, დიდი ფულის სანაცვლოდ ციხიდან შეწყალებით გათავისუფლებას ჰპირდება, ფულს ართმევს და შემდეგ ქრება, იცის რომ ვერ უჩივლებენ, რადგან შეწყალებაში ფულის გადახდა ასევე დანაშაულია, ამიტომ მისი კარგად მოფიქრებული აფიორის მსხვერპლი უკვე რამდენიმე ოჯახი გახდა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი, სხვადასხვა დროს, რამდენიმე მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - ჯამში დაახლოებით 50 000 ლარს თაღლითურად დაეუფლა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს" - წერია განცხადებაში.
წყარო