თეგებით ძიება

"ჩვილის ცხედარი რომ ვნახე ეს გოგო გვერდით მედგა..." - ხელოსანი, რომელმაც ჩვილის ცხედარი იპოვა

სანტექნიკოსი დავით კონჯარია საკუთარი თვალით ნანახ შემზარავ ფაქტს დეტალურად იხსენებს.

„მე იმ ოჯახმა გამომიძახა, რომელიც სავარაუდო დამნაშავეა. მერე პოლიციაც თვითონ გამოიძახეს. რომ მივედი და დავათვალიერე, მივხვდი შიგნით იყო რაღაც პრობლემა, კონკრეტულად სარდაფში. დავშალე მილი და ვიპოვე ჩვილის ცხედარი. ცხედარს არ შევხებივარ. ჩვილი რომ ვნახეთ, ქალმა დაიკივლა, ვინ ჩააგდო, არ ვიციო და დააბრალა სხვას. ჩემი ვარაუდით, საკანალიზაციო მილშია ჩვილის ცხედარი ჩაგდებული. ქალს ვუთხარი, რომ მისი ქმრისთვის დაერეკა, არ იყო სახლში, მოვიდა და დარეკა პოლიციაში. მეც უკვე ვიყავი პოლიციაში გამოკითხვაზე და მოვუყევი რა, როგორ იყო“, - განაცხადა ხელოსანმა დათო კონჯარიამ.

ჩვილის ცხედარი დევნილთა დასახლებაში მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა