თეგებით ძიება

ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს სავარაუდოდ ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

34 წლის ქალს, რომელიც ახალშობილის მკვლელობაშია ბრალდებული, სავარაუდოდ, დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. შემთხვევა გუშინ ფოთში მოხდა. 5 დღის ჩვილის ცხედარი საკანალიზაციო მილში ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა ბინაში იმშობიარა და ახალშობილი უნიტაზში ჩააგდო. გამოძიებამ უნდა დაადგინოს გადაგდების დროს ჩვილი ცოცხალი იყო თუ არა. ქალმა, რომელიც მეუღლესა და 5 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს, გაჭედილი მილის შესაკეთებლად ხელოსანი თავად გამოიძახა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა