თეგებით ძიება

ოკუპანტების მიერ გატაცებული და ნაწამები გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლის დავით ქაცარავას ინფორმაციით, გენადი ბესტაევი პალიატიური მკურნალობის ცენტრში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, გენადი ბესტაევი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გასული წლის 15 ნოემბერს შეიწყალა.

53 წლის გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ბესტაევი ოკუპანტებმა ციხეში სასტიკად აწამეს.

მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, ის ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა