თეგებით ძიება

ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში მამაკაცმა იარაღით ჭრილობები მიიყენა

ბათუმში, ნარკოლოგიურის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიიყენა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

მედიის ინფორმაციით, მამაკაცი დაწესებულებაში ყოფილ მეუღლესთან მივიდა, რომელიც სამედიცინო ცენტრის დირექტორია.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ტვ „პირველს“ განუცხადა, ყოფილ ქმართან მშვიდი საუბარი ჰქონდა, რომლის დასრულების შემდეგ, კაცი მანქანიდან გადავიდა და უამრავი თვითმხილველის, მათ შორის პოლიციელების თვალწინ, გასროლა განახორციელა.

„ჩემთან მოვიდა სამსახურში, ვისაუბრეთ მის პრობლემებზე, ამბობდა, რომ ცუდად იყო, არ შემიძლია მაიკო… უცებ ავტომობილის საბარგულთან მოვიდა, არც მიფიქრია, რომ იარაღი ექნებოდა მანქანაში. გასროლის ხმაზე ძირს დავარდა და გაჩერებული გულით შევიყვანეთ კლინიკაში”, – აცხადებს დაჭრილის ყოფილი ცოლი, მაია ცენტერაძე.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაჭრილი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაში მძღოლად მუშაობს.

გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა