თეგებით ძიება

მოსწავლეებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით პენსიონერი დააკავეს - დაზარალებულთა შორისაა ბრალდებულის ნათლულიც

სკოლის მოსწავლეებზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 65 წლის მამაკაცს სასამართლომ 10 წელი მიუსაჯა.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის ერთ-ერთი უბანში, მამაკაცი სექსუალური ხასიათის დანაშაულს ერთდროულად რამდენიმე არასრულწლოვანის მიმართ ჩადიოდა.

თბილისში მომხდარი საზარელი დანაშაულის ყველა დეტალბს "ტვ პირველი" ავრცელებს. ირკვევა, რომ 65 წლის პენსიონერი სამ სკოლის მოსწავლეზე სისტემატიურად სექსუალურად ძალადობდა. მსხვერპლთა შორის, ერთ-ერთი დაკავებულის ნათლულია.

ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი 10 წლის გოგონა გახდა, რომლის ოჯახი ბრალდებულისგან ბინას ქირაობდა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ პენსიონერი სკოლის მოსწავლეზე ორი წლის განმვალობაში ძალადობდა.

65 წლის მამაკაცის მიერ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის დაზარალებულის სტატუსი აქვს კიდევ ერთ არასრულწლოვანს. 13 წლის მსხვერპლი პენსიონერის ნათლულია. ირკვევა რომ კაცი ბავშვზე სექსუალურად და ფსიქოლოგიურად სისტემატიურად ძალადობდა.

პენსიონერს ციხეში 10 წლის გატარება მოუწევს, თუმცა ის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა