თეგებით ძიება

პედოფილიის მძიმე შემთხვევა, რომლის მსხვერპლი 10 წლის გოგონაა - რას ყვება ბავშვი ნათესავ მამაკაცზე, რომელიც ბაბუად ეკუთვნის

65 წლის მამაკაცმა ნათესავის ოჯახი, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონა საკუთარ აგარაკზე დასასვენებლად დაპატიჟა. მოგვიანებით კი, სწორედ ამ აგარაკზე გოგონას მიმართ მუქარის გზით, სექსუალურად იძალადა.

მსჯავრდებულის ახლობლები, 65 წლის მამაკაცის უდანაშაულობაში დარწმუნებულნი არიან. ამბობენ, რომ ის ამ დრომდე არასრულწლოვნების მიმართ რაიმე სახის გარყვნილ ქმედებაში შემჩნეული არასდროს ყოფილა.

"კურიერის" ინფორმაციით, მსჯავრდებულმა სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ 10 წლის ბავშვს ნამდვილად აკოცა და ჩაეხუტა, თუმცა მისივე თქმით, სექსუალური ძალადობის განზრახვა არ ჰქონია. 65 წლის მამაკაცმა უარყო დაზარალებული გოგონას მიერ აღწერილი სექსუალური ძალადობის სამივე ეპიზოდი და განაცხადა, რომ არასრულწლოვანს მხოლოდ მადლიერების ნიშნად აკოცა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზამ დაზარალებული გოგონას შარვალზე მსჯავრდებულის ბიოლოგიური მასალა აღმოაჩინა, ადვოკატი ირწმუნება, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. "კურიერთან" ინტერვიუში ადვოკატი ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ მსჯავრდებულის ოჯახმა დაზარალებული გოგონას მშობლებს სოლიდური თანხა გადაუხადა.

დაცვის მხარის პოზიცია საკმარისად დამაჯერებელი არ აღმოჩნდა სასამართლოსთვის, რომელმაც სრულად გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში მხილებულ მამაკაცს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა