ყალბი 50 და 100-ლარიანების დამზადება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს
ყალბი 100 ლარიანები თბილისისა და რუსთავის სავაჭრო ობიექტებში - ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ყალბი კუპიურები დაამზადეს, რომლებიც თბილისსა და რუსთავში 8 სხვადასხვა ობიექტში გაასაღეს.
ბრალდებულების საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ათობით ყალბი 100 და 50 ლარიანი კუპიურები, ასევე მათ დასამზადებლად განკუთვნილი შესაბამისი ტექნიკური საშუალებები.