თეგებით ძიება

"დამეხმარეთ ჩემს შვილთან რომ ვიყო, გეხვეწებით" - ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა

"დამეხმარეთ ჩემს შვილთან რომ ვიყო, გეხვეწებით" - ამის შესახებ დღეს, ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულმა დედამ დიანა კაზმაფეროვამ სასამართლოზე განაცხადა.

შემთხვევა 14 თებერვალს ფოთში მოხდა. ახალგაზრდა ქალმა ჩვილი სავარაუდოდ, ჯერ გაგუდა შემდეგ საკანალიზაციო მილში ჩააგდო. დაკავებულ ქალს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. სწორედ მასთან ყოფნას სთხოვს მოსამართლეს ბრალდებული.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა. ქალს პატიმრობა შეეფარდა. თავის მხრივ, დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, ბრალდებული დედა ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა