კეზერაშვილი რომ ნაძარცვი ფულით "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა, ეს ამბავი საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილია - დავით მათიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, "კეზერაშვილი რომ ნაძარცვი ფულით "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა ეს ამბავი საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილია".
"თამარ ჩერგოლეიშვილის შეხედულება არის დასტური იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" კეზერაშვილის თანხები არჩევნების დროს იყო აქტიურად გამოყენებული. რა მოთხოვნა შეიძლებოდა ჰქონოდა კეზერაშვილის ამის სანაცვლოდ, ცოტა რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ერთს ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არის ურთულესი დაპირისპირება," - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ჩერგოლეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საარჩევნო კამპანიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებდა, რასაც "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ადასტურებენ.