"ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას" - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა მოსახლეობა არ უნდა მიეცეს თვითდამშვიდებას.
"მსოფლიოში გრძელდება პანდემიის შესწავლა და ცვალებადი დინამიკა არის. ზოგან იმატებს, ზოგან იკლებს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში ეს უნდა გამოიხატოს იმაში, რომ ვატაროთ პირბადეები და მეორე, როგორმე უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მოცულობა. 26-დან 32-მდე მაინც არის გარდაცვალება დღეში, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის მაინც ბევრია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.