კორონავირუსით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია სრული კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1970 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 29 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 7294 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 631 900 -ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 578 178 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 485 პაციენტი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15,58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 17,68%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 15,09%.