"დელტამიკრონი" - მსოფლიოს COVID19-ის ახალი შტამი ემუქრება
"დელტამიკრონი" - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მეცნიერებმა, სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც "დელტასა" და "ომიკრონის" ერთგვარი ჰიბრიდია.
ცერცვაძის განმარტებით, მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომ ახალი ვარიანტი, სულ მცირე, 17 პაციენტში დააფიქსირეს.
"რამდენადაც ჯერ შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ვერ საუბრობენ, რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი და რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, ან რამდენად მძიმე მიმდინარეობის იქნება.
ეს შტამი უკვე გაშიფრულია - ეს არის ჰიბრიდი დელტასი და ომიკრონის, მას აქვს ომიკრონის სპაიკ ცილა, ანუ ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად, გავრცელების სისწრაფეზე. ძირითადი ცილები კი აქვს დელტასგან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს ომიკრონის გავრცელების უნარი და დელტას მიმდინარეობის სიმძიმე," - აცხადებს ცერცვაძე.