თეგებით ძიება
15. 03. 2022 COVID - 19

"საფრთხე არის და ის საკმაოდ დიდია!... 5 პაციენტიდან 1 კვდება!" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჰონგ-კონგში არსებულ მძიმე ეპიდვითარებაზე წერს და საქართველოში არსებულ ვითარებას ადარებს:

"ჰონგ-კონგში სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 5 კოვიდსიმპტომური პაციენტიდან 1 კვდება!
რა არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის მიზეზი?

ვაქცინაციის დაბალი დონე 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში (ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩინური/ტრადიციული მედიცინის უფრო სჯერათ/ენდობიან);

სინოვაკის ვაქცინის გამოყენება (არაეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგ);

საქართველოს არ გაგონებთ?!
საფრთხე არის და ის საკმაოდ დიდია!
ინფორმაცია ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია! შეიარაღდით!
ბუსტერი (ფაიზერი/მოდერნა), სამედიცინო პირბადე და დისტანცია!", - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა