თეგებით ძიება
16. 03. 2022 COVID - 19

მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, მაგრამ ფხიზლად - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, მაგრამ ფხიზლად.

„ბოლო დღეებში ამერიკის და ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებულია ახალი შტამი, ე.წ. დელტამიკრონი, მაგრამ ჯერჯერობით დაფიქსირებულია მხოლოდ 17 დადასტურებული შემთხვევა და ისიც ამერიკასა და ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში. რაიმე ცნობა ამ შტამით ინფიცირების მატებაზე არ არის, შესაბამისად, არ არსებობს არავითარი საფუძველი პანიკის და იმისი, რომ მსოფლიოში და საქართველოშიც დაიწყოს ახალი ტალღა. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, მაგრამ ფხიზლად. დავიცვათ სიფრთხილის ის მინიმალური ზომები და რეგულაციები, რომელიც დარჩენილია“, - განაცხადა ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა