"გეყოთ რუსული პროპაგანდის ნარატივის გამეორება! აიცერით!" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:
"დღეს გამოქვეყნდა ამერიკაში ჩატარებული კვლევა, სადაც თავმოყრილია 10.6 მილიონი ადამიანის მონაცემები. კვლევამ დაადასტურა, რომ კოვიდის, ფაიზერის, მოდერნას და ჯონსონის ვაქცინებმა აჩვენა საკმაოდ მაღალი ეფექტურობა და კარგი შედეგები ანუ:
დაბალი ჰოსპიტალიზაცია!
დაბალი სიკვდილიანობა!
დიახ, საქართველოში არსებული ფაიზერის ვაქცინა (სხვა, სამწუხაროდ, არ არის, ჩინური ვაქცინები არაეფექტურია და ამაზე წინა პოსტები ნახეთ) მუშაობს და მართლა გეყოთ რუსული პროპაგანდის ნარატივის გამეორება! აიცერით!", - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze