თეგებით ძიება
17. 03. 2022 COVID - 19

კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 888 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 831 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 639 678-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 594 011 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 612 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,11%, ბოლო 14 დღის - 10,92%, ბოლო 7 დღის - 7,54%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა