კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 872 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 18 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 913 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 640 550 -ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 594 924 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 630 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,76%, ბოლო 14 დღის - 10,19%, ბოლო 7 დღის - 6,61%