არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქმეზე ბოლო პროცესი დღეს გაიმართა და მას ბრალდებულები და დაზარალებულის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ფაქტი სამეგრელოში რამდენიმე თვის წინ მოხდა. 65 და 35 წლის მამაკაცები მეზობელი არასრწულოვანი გოგონას მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით მომხდარიდან მალევე დააკავეს, მოგვიანებით კი სოფლის მაცხოვრებლებმა დაკავებულების სახლი გადაწვეს.