თეგებით ძიება

ევროსასამართლომ იმედი კიდევ ერთხელ გამიმართლა - მიხეილ სააკაშვილის პირველი შეფასება

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც ის ევროსასამართლოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

"ევროსასამართლომ იმედი კიდევ ერთხელ გამიმართლა", - ამბობს სააკაშვილი გზავნილში, რომელიც რუსთავის ციხიდან სააკაშვილის ადვიკატმა, შოთა თუთბერიძემ გამოიტანა.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლო, როგორც წესი, მსგავს საქმეს წარმოებაში არ იღებს, თუმცა, "პოლიტიკური მართლმსაჯულების ქეისი, რომლის წინაშეც საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღმოჩნდა, ევროპულმა სასამართლომ გამონაკლისის სახით მიიღო".

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი, მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეში იმდენად უხეში დარღვევებია, რომ საბოლოოდ, ისინი ამ პროცესს მოიგებენ.

"მთავრობა ითხოვდა აღნიშნული სარჩელების არდაშვებას, მათი პოზიცია გამომდინარეობდა იქიდან, რომ არ იყო დასაშვები, ხანდაზმულობის ვადა გასული იყო და უამრავ სხვა მიზეზს იდებდნენ, მაგრამ დღეს სტრასბურგის სასამართლომ განჩინებით გამოსცა, რომ ყველა საჩივარი, რომელიც გასაჩივრებულია სააკაშვილის მიერ, იქნა დასაშვებად ცნობილი.

ლიუგიკურია, ხელისუფლება ამ საქმეს წააგებს. ძალაინ უხეში შეცდომები აქვთ დაშვებული", - აცხადებს ჩივიაშვილი.

შეგახსენებთ, ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო და მესამე პრეზიდენტის საქმის არსებით განხილვას იწყებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა