თეგებით ძიება

ნამახვანჰესის პროექტი უნდა განხორციელდეს, ბევრი საუბარი არაა საჭირო - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო უნდა იყოს ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა.

მისივე თქმით, საქართველოში ჰესების მშენებლობისთვის ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით გეგმის შემუშავება რამდენიმე დღეში დასრულდება და საზოგადოებისთვის კონკრეტული პირობები ცნობილი გახდება.

“ჩვენ გარკვეული მონახაზები გავლილი გვაქვს ასევე, ევროკავშირის ენერგოგაერთიანებასთან. იცით, რომ ჩვენ ენერგოგაერთიანების წევრი ვართ და შესაბამისად, ძირითადი ენერგეტიკული რეფორმები იმ პოზიციებთან უნდა იყოს თანხვედრაში, რაც ევროპას გააჩნია და ჩვენ ჩვენი პოლიტიკის დაახლოებას ვახდენთ. შესაბამისად, მათი მხრიდან ჩვენი შიდა პროექტები უკვე გაზიარებულია. გარკვეული დღეები დაგვჭირდება იმისთვის, რომ საზოგადოებამ იხილოს, კონკრეტულად რა პირობებია ამ ახალ ინიციატივებში,“ – აღნიშნა დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტი უნდა აშენდეს.

„ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, მაგრამ განხორციელდეს სწორად. მოხდეს მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ბევრი მსჯელობა იყო. ამაზე ბევრი საუბარი არ არის საჭირო, საჭიროა ქმედებები ყველაზე მეტად,” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა