თეგებით ძიება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0857 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0902 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.45 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3822 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3998 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.76 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2096 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.0500 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 აპრილიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა