"დასავლეთის გამო, ბოლო ორი წლის განმავლობაში სურსათის მსოფლიო ბაზარზე ვითარება გაუარესდა" - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთი ცდილობს ეკონომიკურ პოლიტიკაში თავისი ყველა შეცდომა რუსეთზე გადაიტანოს.
"ზუსტად ბოლო ორი წლის განმავლობაში, შეცდომებმა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სასურსათო პოლიტიკაში გამოიწვია საკვები პროდუქტების ფასების მკვეთრი ზრდა. სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა ბოლო კვირებში“, - განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში საკვების მინიმალური მარაგის ფონზე შემოღებულია ახალი სანქციები, იბლოკება საწარმოების მუშაობა და რუსეთიდან და ბელორუსიიდან სასუქების მიწოდების ლოგისტიკა. ამავდროულად, დასავლეთის მიერ სასუქების წარმოება ეცემა ბუნებრივ აირზე მაღალი ფასების გამო, რაც, პუტინის თქმით, ასევე, დასავლეთის ქმედებების შედეგია.