თეგებით ძიება

საქართველოში გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც 9,600 ლარზე მეტი აქვთ ხელფასი

PMCG-ის კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში იმ ადამიანების რიცხვი შემცირდა, რომლებიც 600 ლარამდე ხელფასს იღებდნენ, სამაგიეროდ, გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც 9,600 ლარზე მეტი აქვთ ხელფასი - კვლევის შედეგებს "ფორტუნა" აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 7 პროცენტული პუნქტით შემცირებულია.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 4 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

2021 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა