ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0749 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0836 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.87 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3473 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3577 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.04 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2085 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.0124 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 აპრილიდან შევა ძალაში.