როდის დაიწევს საწვავზე ფასი? - მინისტრის განმარტება
ფინანსთა მინისტრის თქმით, ბაზრებზე ფასებმა დაიწია, დაკორექტირდა ვალუტის კურსიც, ამიტომ ეს აჩენს მოლოდინს, რომ ფასები გაიაფდება.
"ფასების ინდიკატორი არის გარკვეულწილად ის კონტრაქტები, რომელიც იდება სამომავლო პერიოდში მოსაწოდებელ საწვავთან მიმართებაში. ამ კონტრაქტებზე ფასები შემცირებულია, ვიდრე ეს იყო გასულ თვეს. ვალუტის კურსიც ახდენს შესაბამის კორექტირებას, თუმცა შედარებით დასტაბილურებული ლარის კურსი აჩენს იმის მოლოდინს, რომ საწვავის ფასების კორექტირება შემცირების მიმართულებით უნდა მოხდეს,"- აცხადებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.