თეგებით ძიება

რომ არა "ოცნების" მიერ აქციზის გაზრდა, საწვავის ფასი ნაკლები იქნებოდა - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, რომ არა "ქართული ოცნების" მიერ საწვავზე აქციზის გადასახადის გაზრდა და მათი ხელისუფლების პერიოდში ლარის კურსის ვარდნა, საწვავის ფასი იმაზე ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ათი წლის წინ იყო.

“რომ არა ეს ორი ფაქტორი, ვგულისხმობ ლარის კურსის ვარდნას ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და აქციზის გაზრდას, შემცირებაზე არც კი ვსაუბრობ ამ წამს, დღევანდელი საერთაშორისო ფასებით საწვავის ფასი დღეს იქნებოდა უფრო ნაკლები, ვიდრე ეს იყო ათი წლის წინ. ასე რომ, უტიფრად ატყუებენ ჩვენს მოქალაქეებს. იმედი მაქვს, რომ არავინ არ მოტყუვდება და არავინ არ წამოეგება ანკესზე, რომ კერძო ბიზნესს დააკისროს პასუხისმგებლობა და იქ გამართონ პროტესტი, როცა პრობლემის თავი და ბოლო არის ჩვენს ხელისუფლებაში”, - განაცხადა ბოკერიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა