თეგებით ძიება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0830 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0841 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.11 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3380 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3518 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.38 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2113 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.0091 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 აპრილიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა