გაძვირდება თუ არა პური საქართველოში? - რას ამბობენ ექსპერტები?
საქართველოში პური შესაძლოა, კიდევ 20 თეთრით გაძვირდეს. ექსპერტების თქმით, მატების მიზეზი იმპორტირებული ფქვილზე გაზრდილი ფასია.
"ის მოსალოდნელი მატება, რომლებიც დაასახელეს პურის მცხობელთა ასოციაციამ და ბაზარზე დღეს, რაც ხდება ეს განპირობებულია - ფქვილის იმპორტის მიზეზით და არ არის განპირობებული ადგილობრივი წისქვილ კომბინატებიდან ფქვილის მიწოდებით. მცირე არის ისედაც მიწოდება. გადამწყვეტია, პურის მწარმოებლებისა და მთავრობის პოზიციაა, თუ რა იქნება ამ მიმართულებით“, - აცხადებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ლევან სილაგავა.
პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე კი ვარაუდობს, რომ პურის ფასი 15-20 თეთრით გაიზრდება.
"თონის პურზე ნამდვილად გაიზარდა ფასი, 10-20 თეთრით, რაც შეეხება საქარხნო პურს სტაბილურად გამოდის. ჯერჯერობით, ფქვილისა და ხორბლის 2 თვიანი მარაგები არსებობს, ოღონდ ფასებია მაღალი. შევხედოთ, მე ვვარაუდობ 15-20 თეთრით გაზრდას“, - აღნიშნავს მალხაზ დოლიძე.