თეგებით ძიება

"პურზე 10 და 15 თეთრით ფასის მატება ქვეყანას არ დააქცევს" - პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი

პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ პურზე 10 და 15 თეთრით ფასის მატება გარდაუალია, რაც მისი თქმით ქვეყანას არ დააქცევს.

"მეწარმე ყოველთვის ცდილობს, როგორც ხარისხში, ისე ფასში რენტაბელური იყოს. ეს ბიზნესის ანბანია. საქართველოში, ისევ ვიმეორებ, რომ 2 თვის მარაგი არის, მაგრამ აქ უკვე ფასი "იკბინება“. ახლა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შაქარზე, ზეთზე და სხვა პროდუქტებზე უსაშველოდ მაღალი ფასი დაფიქსირდა, მე მგონი, 10 და 15 თეთრით ფასის მატება ქვეყანას არ დააქცევს. შეიძლება ამაზე გაბრაზდეს მომხმარებელი, მაგრამ რეალობა ასეთია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ "პალიტრანიუსის“ ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა