"ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი იმ პროცესებიდან, რაც ხდება მსოფლიოში" - მთავრობა პურის ფასის ზრდაზე
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია საქართველოში პურის ფასის ზრდაზე საუბრობს.
"ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი იმ პროცესებიდან, რაც ხდება მსოფლიოში. კვლევებით, მარტის თვეში დაახლოებით, 13 %-ზე მეტით არის ფასები გაზრდილი მსოფლიოში.
ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტზე და კარგად არის ცნობილი, რომ ფქვილის და ხორბლის იმპორტს ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, რაც ხდება მსოფლიო ბაზარზე, ვერ ვიქნებით მოწყვეტილი", - განაცხადა მინისტრმა.