თეგებით ძიება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0706 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.93 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3053 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3190 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.37 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2090 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.9873 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 აპრილიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა