თეგებით ძიება

საქართველოში თვეში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი 735 მოქალაქეს აქვს

საქართველოში ათობით ათასი ადამიანის თვიური დეკლარირებული შემოსავალი 100 ლარი ან ნაკლებია. 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი კი, მხოლოდ 735 ფიზიკურ პირს აქვს.

მარტში ყველაზე დაბალშემოსავლიანმა ფიზიკურმა პირებმა ჯამში 2.047 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. 17 აპრილის მონაცემებით, ასეთი სულ 72 389 მოქალაქე იყო. ხელფასის სახით კი, 100 ლარი ან ნაკლები 16 766-მა პირს ჩაერიცხა.
100 ლარზე მეტი და 200 ლარზე ნაკლები შემოსავალი 35 057 ფიზიკურ პირს ჰქონდა.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, გასულ თვეში 264 199 ადამიანის ანაზღაურება საშუალო ნომინალური ხელფასის (1 464 ლარი) დიაპაზონში ხვდება ანუ მათი თვიური შემოსავალი 1200 ლარზე მეტი და 2400 ლარზე ნაკლებია. დასაბეგრი ჯამური შემოსავალი კი, 437.8 მლნ ლარის აღემატებოდა.

ფიზიკური პირების შემოსავალი 2022 წლის მარტი / 17 აპრილის მონაცემებით:

• 0-100 ლარი - 72 389 პირი / დასაბეგრი შემოსავალი - 2.047 მლნ ლარი
• 100- 200 ლარი - 35 057 პირი / დასაბეგრი შემოსავალი - 5.591 მლნ ლარი
• 1200 – 2400 ლარი - 274131 პირი / დასაბეგრი შემოსავალი - 455. 27 მლნ ლარი
• 90 000 – 100 000 ლარი - 105 პირი / დასაბეგრი შემოსავალი 9.94 მლნ ლარი
• 100 000 და მეტი - 735 პირი / დასაბეგრი შემოსავალი 332.8 მლნ ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში 100 ათას ლარზე მეტი შემოსავალი, რაც მოიცავს, როგორც ხელფასს, ასევე სხვა შემოსავლებს, 616 პირმა მიიღო, ხოლო თებერვალში - 707 ფიზიკურმა პირმა.

ოფიციალური მონაცემებით, მაღალშემოსავლიანი ფიზიკური პირების რაოდენობა და შემოსავლები ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა:

• 2022 წლის მარტი - 735 პირი / დასაბეგრი შემოსავალი - 332.8 მლნ
• 2021 წლის მარტი - 577 პირი / დასაბეგრი შემოსავალი - 218.06 მლნ
• 2020 წლის მარტი - 551 პირი / დასაბეგრი შემოსავალი - 240.66 მლნ
• 2019 წლის მარტი - 410 პირი / დასაბეგრი შემოსავალი - 189.8 მლნ
• 2018 წლის მარტი - 527 პირი / დასაბეგრი შემოსავალი - 232.6 მლნ.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა