თეგებით ძიება

ლარი მკვეთრად გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0273 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0530 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 2.57 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2864 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2930 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.66 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2064 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.9540 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 21 აპრილიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა