თეგებით ძიება

მატყუარების პარტიის “ქართული ოცნების “ მატყუარა სპიკერები - "ლელო" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კომპანია „ბორჯომთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ბორჯომის“ განვითარების „ქეისი“ დღემდე ისწავლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, როგორც საბჭოთა წარმოების თანამედროვე კონკურენტულ საწარმოდ გარდაქმნის წარმატებული მაგალითი.

„90-იანი წლების შუაში, სამოქალაქო ომის შემდგომ, „ბორჯომის” მინერალური წყლის წარმოება ისევე, როგორც მრეწველობის სხვა დარგები, სრულიად გაპარტახებული იყო. იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირის დროს გეგმური ეკონომიკის პირობებში „ბორჯომის“ ყოველწლიური წარმოება 400 მილიონ ბოთლს შეადგენდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი წარმოება 5 მილიონ ბოთლამდე დაეცა. ჩვენ შევძელით “ბორჯომის” წარმოების მოდერნიზაციის და აღორძინების პროექტში თავი მოგვეყარა წამყვანი საფინანსო ინსტიტუტებისთვის - მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი , მნიშვნელოვანი კერძო და ინსტიტუციონალური ინვესტორები აშშ- დან , საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან , იტალიიდან. საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე მოპოვებული იქნა ბორჯომის მინერალური წყლის წარმოების ლიცენზია „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნების მართვის უფლება და 1997 წლისათვის ჯამურმა ინვესტიციებმა შეადგინა 26 მილიონი, რაც იმ დროისათვის უპრეცედენტო ზომის ინვესტიცია იყო.

უნდა ითქვას, რომ ქარხნების მართვის ტენდერებში ასევე მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი რუსული ბანკი „როსიისკი“ კრედიტი და ჯგუფი „ქართუ“ , მაგრამ სატენდერო კომისიამ უპირატესობა მისცა მსოფლიო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩვენთან ერთად წარდგენილ საინვესტიციო წინადადებებს.

უნდა ითქვას, რომ „ბორჯომის“ კომპანია 1997 წლიდან 2012 წლამდე ორჯერ აღმოჩნდა ფაქტობრივად გაკოტრებულ მდგომარეობაში - პირველად 1998 წლის ფინანსური კრიზისის დროს და 2007 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ აკრძალა „ბორჯომის“ რეალიზაცია და იმპორტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

მიუხედავად ამისა, „ბორჯომის“ კომპანიის ჩვენი მმართველობის პირობებში მოვახერხეთ ჩამომსხმელი ქარხნების სრული გადაიარაღება და მოდერნიზაცია. „ბორჯომის“ დისტრიბუციისა და ექსპორტის ბაზრების გაზრდა 40 ქვეყანამდე. რუსეთის მიერ „ბორჯომის“ აკრძალვის მიუხედავად,მხოლოდ „ბორჯომის“ წარმოება გაიზარდა 350 მილიონ ბოთლამდე და მინერალური წყლების მთლიანი ჯგუფის კი ( სადაც შედის ცნობილი უკრაინული წყლებიც - მორშინსკაია, მირგოროდსკაია და ა.შ. ) , მილიარდ ხუთას მილიონ ბოთლამდე წელიწადში.ეს შედეგი მიღწეული იქნა იმის წყალობით , რომ “ ბორჯომის “ კომპანია გარდაიქმნა მულტინაციონალურ ჰოლდინგად , რომელსაც მინერალური წყლების ჩამოსხმას რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებს. 2002 წელს კომპანიის თავდაპირველი ინვესტორების გამოსყიდვა მოხდა საინვესტიციო ფონდ „სელფორდის“ მიერ , რომლის დამფუძნებლები იყვნენ ბადრი პატარკაციშვილი და მისი პარტნიორები. 2013 წელს "სელფორდმა", სადაც ასევე წარმოდგენილი იყო ირაკლი რუხაძე - „ტვ იმედის“ დღევანდელი მმართველი, „ბორჯომის“ ჰოლდინგის საკონტროლო პაკეტი გაასხვისა „ალფა კაპიტალზე “რუსულ საფინანსო ჯგუფზე.

ჩვენ არაერთი წელი ვიმუშავეთ „ბორჯომის“, როგორც ქართული ბრენდის განვითარებაზე. ეს იყო დიდი წარმატების ისტორია და ჩვენ ამით ვამაყობთ. „ბორჯომის“ განვითარების „ქეისი“ დღემდე ისწავლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, როგორც საბჭოთა წარმოების თანამედროვე კონკურენტულ საწარმოდ გარდაქმნის წარმატებული მაგალითი. მატყუარების პარტიის “ქართული ოცნების “ მატყუარა სპიკერების ვოლსკისა და ქადაგიშვილის , ასევე „ბოტების“ და „ტროლების“ ნებისმიერი მცდელობა ფაქტების გაყალბების გზით შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი მოქალაქეები დასრულდება სრული მარცხით. ასეთი მცდელობები არის დანაშაულის ტოლფასი და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს უსინდისო სიცრუეს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა